კალიფორნია

კალიფორნიაში მეხანძრეებმა ხეზე, 15 მეტრის სიმაღლეზე, ასული პუმა ჩამოიყვანეს

CALIFORNIA DEPARTMENT OF FISH AND WILDLIFE

კალიფორნიაში მეხანძრეებმა ხეზე, 15 მეტრის სიმაღლეზე, ასული პუმა ჩამოიყვანეს.

პუმა, რომელიც დასახლებულ პუნქტში 15 მეტრის სიმაღლის ხეზე იყო ასეული, კალიფორნიის შტატის მეხანძრეებმა გადაარჩინეს.


ფოტო: CALIFORNIA DEPARTMENT OF FISH AND WILDLIFE
მეხანძრეების ცნობით, შეტყობინება ერთ-ერთი მოქალაქისგან მიიღეს, რომელმაც საკუთარ ბაღში მუშაობისას ხეზე მთის ლომი, იგივე პუმა დაინახა.


ფოტო: CALIFORNIA DEPARTMENT OF FISH AND WILDLIFE
მეხანძრეებმა ცხოველი ტრანკვილიზატორის გამოყენებით უვნებლად ჩამოიყვანეს ხიდან და ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

კომენტარები