მედიცინა

კომიდან გამოღვიძების შემდეგ თინეიჯერმა აღმოაჩინა, რომ შვილი გააჩინა

0 კომენტარი
ებონი სტივენსონი ბავშვთან ერთად

18 წლის ებონი სტივენსონმა, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გამოღვიძებისას აღმოაჩინა, რომ ბავშვი გააჩინა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ორსულად იყო. თავის ტკივილის შეგრძნებით დაიინების შემდეგ მას გულყრები დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომდევნო ოთხი დღე კომაში გაატარა. 

საავადმყოფოში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ის ორსულად იყო. ნაყოფი "იმალებოდა" მის ერთ-ერთ საშვილოსნოში. მას იშვიათი დაავადება ჰქონდა, რომელსაც საშვილოსნოს დიდელფისი ეწოდება. 

მისი ერთ-ერთი საშვილოსნო განაგრძობდა მენსტრუაციას, მაშინ როცა მეორეში ბავშვი იზრდებოდა. საშვილოსნო უკან იყო განლაგებული, რის გამოც ორსულობამ შეუმჩნევლად ჩაიარა. 

ექიმები მიხვდნენ, რომ მისი გულყრების მიზეზი ორსულობის ერთ-ერთი გართულება, პრეეკლამფსია იყო და შემდეგ უთხრეს პაციენტის დედას, რომ ებონის უნდა ემშობიარა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და პირველი გულყრიდან სამ საათში ბავშვი გააჩინა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ვამტკიცებდი, რომ ის ორსულად არ იყო, პარამედიკები დარწმუნებული იყვნენ, რომ იყო. შოკი იყო, როცა დავინახე, რომ მისი მუცელი ამობურცული იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ გულყრებმა ბავშვის მოძრაობა გამოიწვია და ის ხილვადი გახდა." - განაცხადა ებონის დედამ. 

ახალშობილი, სახელად ელოდი, კომიდან გამოღვიძებული ებონის მკერდზე მოათავსეს.

"ახლა ცუდად ჟღერს, მაგრამ მე მათ ბავშვის წაყვანა ვთხოვე, რადგან დაბნეული ვიყავი და დარწმუნებული, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ დედამ ამიხსნა ყველაფერი, ექთნებმა დამიბრუნეს და პირველად დავიჭირე ბავშვი. დაბნეული ვიყავი და შეშინებული, მაგრამ ეს ლამაზი მომენტი იყო." - ამბობს ებონი. 

ახალშობილის წონის გათვალისწინებით, ექიმები ფიქრობენ, რომ ებონი სტივენსონმა ახალშობილზე სრული ვადით ორსული იყო. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაალ ანდრონიკაშვილი

კომენტარები