ანტისემიტიზმი

საფრანგეთში ებრაელების 80 საფლავი სვასტიკით შებღალეს

სვასტიკებით მოხატული საფლავები აღმოსავლეთ საფრანგეთში, სტრასბურგის მახლობლად.

საფრანგეთში, ებრაელთა სასაფლაოზე, 80-მდე საფლავს სვასტიკები დაახატეს. დაზიანებული საფლავები დღეს, სამშაბათს, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ მარშამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინეს. 

გასულ სამშაბათს, ებრაელ ფილოსოფოსს, ალან ფინკლეკკრაუტს, ყვითელ ჟილეტის მოძრაობის წევრებმა ანტისემიტური შეძახილებით მიმართეს, რის შემდეგაც მან პოლიციის დახმარებით დატოვა ტერიტორია. ფინკლეკრაუტს, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა მოძრაობას, "ბინძური ებრაელი" და "სისხლისმსმელი სიონისტი" უწოდეს. 

საფრანგეთში, ისრაელის და აშშ-ს შემდეგ ებრაელების ყველაზე დიდი პოპულაციაა. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანტისემიტიზმის რეგისტრირებული შემთხვევები გასულ წელს 74%-ით გაიზარდა. 

"ყოველ ჯერზე, როცა ფრანგ მოქალაქეს შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან ან კლავენ იმის გამო, რომ ებრაელია, ეს არის თავდასხმა მთელ რესპუბლიკაზე." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. 

ანტისემიტიზმის შემთხვევები დაგმო საფრანგეთის პრემიერ-მინსიტრმა, ედუარ ფილიპმა. 

"ანტისემიტიზმს ღრმა ფესვები აქვს ფრანგულ საზოგადოებაში. გვინდა სხვანაირად ვფიქრობდეთ, მაგრამ ეს ფაქტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ბოლომდე შეუპოვრები, შეიძლება ითქვას განრისხებულები, რათა ვებრძოლოთ ამას და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს ბრძოლა ძველია და კიდევ დიდ ხანს გასტანს." - ამბობს ის. 

სოციოლოგი დენი ტრომის აზრით, რომელიც წიგნის "საფრანგეთი ებრაელების გარეშე"-ს ავტორია, ათასობით ებრაელი ყოველწლიურად ტოვებს საფრანგეთს ანტისემიტიზმის ზრდის გამო. 

ეს მეორე შემთხვევაა, როცა საფრანგეთში ებრაელთა საფლავები ნაცისტური სიმბოლიკით მოხატეს.  

კომენტარები