დანიელმა არტისტმა, შეყვარებულთან 10-წლიანი ურთიერთობის დასრულებით გამოწვეულ გრძნობებზე ილუსტრაციები შექმნა.
მისი თქმით, ილუსტრაციებში დახატული ყოველი დეტალი, ურთიერთობის განმავლობაში წარმოქმნილ გრძნობებს აღწერს.
"სურათები თვითონ საუბრობენ - ეს არის ადამიანთან ერთად ცხოვრებისა და შემდეგ დაშორებით გამოწვეული გრძნობების აღწერა. ვფიქრობ, ყველა დაინახავს საკუთარ თავს ჩემს სურათებში", - თქვა არტისტმა.