არჩილ ტატუნაშვილი

ბაქრაძე: გავაგრძელოთ მუშაობას, რომ აუცილებლად დაისაჯონ ტატუნაშვილის მკვლელები

0 კომენტარი

"ჩვენი ამოცანა იქნება გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ აუცილებლად დაისაჯონ ტატუნაშვილის მკვლელები" - ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის წევრებთან ერთად  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო. პარტიის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 

"კიდევ ერთხელ ვიხდი ქედს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის წინაშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს. დღემდე მკვლელები არიან დაუსჯელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპული საქართველოს ძალისხმევით მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უკვე გახდა საერთაშორისო დოკუმენტი. მას უკვე მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ, შეერთებულმა შტატებმა. ჩვენი ამოცანა იქნება გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ აუცილებლად დაისაჯონ მკვლელები და მომავალში ვეღარავინ გაბედოს მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცება, წამება და მკვლელობა. ეს იქნება ყველაზე დიდი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის და სხვა გმირების ხსოვნის პატივსაცემად“, - თქვა დავით ბაქრაძემ.

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები