იტალია-რუსეთი

იტალიური მედია: რუსეთმა იტალიის შს მინისტრს ევროკავშირის არჩევნებისთვის გარიგება შესთავაზა

Financial Times

იტალიური გაზეთის L’Espresso-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით გასული წლის ოქტომბერში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულტრა-მემარჯვენე პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერის, მატეო სალვინი და მისი თანაშემწის ჯანლუკა სავოინის ვიზიტისას სალვინის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გარიგება შესთავაზეს.

L’Espresso-ს ინფორმაციით, ჯიანლუკა სავოინისთან გარიგების მიხედვით ფულად დახმარებას ნავთობის ფასზე რუსეთის სახელმწიფო ფირმასთან გარიგებით მიიღებდნენ.

რუსეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული კომპანია იტალიური კომპანიიისთვის საწვავის მიყიდვას აპირებდა, რაც, სავარაუდოდ, სალვინის პარტიას 3 მილიონი ევროს მოგებას მოუტანდა.

ჯანლუკა სავოინის პარტიასა და მთავრობაში ოფიციალური როლი არ აქვს, თუმცა ყოველთვის ესწრებოდა სალვინის ოფიციალურ ვიზიტებს მოსკოვში. პრო-რუსული განწყობების მქონე სავოინი მონაწილეობას იღებდა სალვინის ჩრდილოეთის ლიგასა და პუტინის პარტიას შორის ალიანსის გაფორმებაში და დასაწყისიდანვე უძღვებოდა რუსეთიდან დაფინანსების მოპოვებთვის მოლაპარაკებებს.

უცნობია რით დასრულდა მოლაპარაკება. გაზეთი დამატებით ინფორმაციას კვირას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

რუსეთში ვიზიტამდე სალვინიმ თქვა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია და ბევრ ბიზნესმენს უკითხავს მისთვის როდის მოხსნიდნენ სანქციებს, რადგან ეს იტალიურ კომპანიებს აზარალებს.

კომენტარები