დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან განაახლებს

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ქართული ოცნება ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უმრავლესობის ფორმატში საკითხების დეტალურად განხილვა ვერ ხდება და ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. 

"შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით",- აცხადებენ პარტიაში.

მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

კომენტარები