ქურდობა ბაკურიანში

ბაკურიანში ქურდობის 9 შემთხვევაზე 4 არასრულწლოვანი დააკავეს

სამხრეთის კარიბჭე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაკურიანში ქურდობის 9 დანაშაულზე 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ დააკავეს. 

უწყების ცნობით, არასრულწლოვნებმა 18-20 თებერვალს ბაკურიანსი მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც. 

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

შსს აცხადებს, რომ ოთხივე არასრულწლოვანი ქურდობის 9-ვე ფაქტს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე) და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით ( იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) მიმდინარეობს.

კომენტარები