დიმიტრი სილაქაძე: პრეზიდენტმა უნდა იცოდეს - არასწორია, რომ იუნკრების დიდი ნაწილი დაიღუპა

ქართველი ჯარისკაცები ტაბახმელაში
გენერალ მაზნიაშვილის საელობის ახალგაზრდული ლეგიონი

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებული განცხადება, თითქოს 1921 წელს იუნკრების დიდი ნაწილი დაიღუპა, არასწორია - სინამდვილეში 183 ადამიანიდან დაღუპა მხოლოდ 9 და რომ პრეზიდენტმა ეს წესით უნდა იცოდეს. 

მისივე თქმით, ცუდია, როდესაც მხოლოდ იუნკრებზე საუბრობენ და არავინ ახსენებს გვარდიელებს, მოხალისეებს, არმიის ჯარისკაცებს და ნაცვალთა ასეულის კურსანტებს. 

"ქალბატონი სალომე ამბობს: "იუნკრების ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპა" - სინამდვილეში 183 კაციდან დაიღუპა მხოლოდ 9. მიკვირს, წესით მან ეს უნდა იცოდეს, რადგანაც თავად იყო პარლამენტის შენობაზე სამახსოვრო დაფის გაკვრის ინიციატორი, სადაც ცხრავე იუნკერის სახელია დატანილი. ასევე ცუდია ის ნარატივი, რომ მხოლოდ იუნკრების ხსენება მიდის, მაშინ როდესაც ისინი თბილისის დაცვის 1.5 პროცენტს შეადგენდნენ მხოლოდ და ომში მონაწილეთა დაახლოებით 0.3 პროცენტს. რა დააშავეს, გვარდიელებმა, მოხალისეებმა, არმიის ჯარისკაცებმა თუ ნაცვალთა ათასეულის კურსანტებმა

პრეზიდენტი ამბობს: "ვწუხვარ, რომ აქ მემორიალი კი არის, მაგრამ არანაირი ნიშანი იმ ისტორიისა არ არის, სკოლებიდან ახალგაზრდები ან უცხოელები რომ ამოვიდნენ, უნდა იცოდნენ აქ რა მოხდა, რა ბრძოლა ჩატარდა, რა დატვირთვა ჰქონდა და რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი" - სინამდვილეში ტაბახმელაში არის ომის პერიოდის N4 სანგრის შემორჩენილი ნაწილი, სადაც წინა პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ინიციატივით არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, დაიდგა საინფორმაციო დაფა. სანგრის შემორჩენილი მონაკვეთის დასათვალიერებლად როგორც ლეგიონს, ისე მეც ხშირად აგვყავს ხალხი. ჰოდა რავიცი, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამ სანგრის არსებობის შესახებ", - ამბობს სილაქაძე

25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა. 

როგორ მოხდა საქართველოს ოკუპაცია 98 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში - ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში ტაბულას არქივიდან

კომენტარები