აშშ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი

Reuters

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას.

ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 245-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 182 იყო.

დემოკრატების თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ტრამპის ქმედება არაკონსტიტუციურია.

ახლა საკითხი განსახილველად სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს. თუმცა რესპუბლიკელების ნაწილმა ტრამპის გადაწყვეტილება გააკარიტიკა და თქვეს, რომ ამ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ხმას დემოკრატებთან ერთად მისცემდნენ.

დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ თუ კანონპროექტს სენატიც დაუჭერს მხარს, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ტრამპმა ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლებს სხვადასხვა ფონდებიდან თანხები სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის გამოიყენოს.

კომენტარები