აბაშიძე-კარასინის ფორმატი

კარასინი ქართველ კოლეგებს შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ აფრთხილებს

euractiv.com

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართველ კოლეგებს აფრთხილებს.

"ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის", - თქვა გრიგორი კარასინმა. რადიო თავისუფლება წერს, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართა. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრის თემები სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხებია.

კომენტარები