Top Employers Institute

Top Employers Institute-მა 2019 წლის გლობალური მასშტაბით საუკეთესო დამსაქმებლები გამოავლინა

top-employers.com

Top Employers Institute-მა 2019 წლის გლობალური მასშტაბით საუკეთესო დამსაქმებლის სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ისეთი გლობალური კომპანიები გამოარჩია, როგორიცაა PepsiCo, Starbucks Coffee, HEINEKEN, ING Bank და სხვა.

Top Employers Institute 1991 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 118 ქვეყანაში სერტიფიკატებს გადასცემს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საუკეთესო დამსაქმებლის წოდებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა TEI-ის სერტიფიკატის მიღება შეძლონ, მათ დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარი თანამშრომლებისათვის სანიმუშო გარემოს შექმნას, რასაც ადამიანური რესურსებისადმი პროგრესული და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომის შედეგად აღწევენ.

Top Employers Institute-მა 15-წლიანი არსებობის განმავლობაში უკვე 1 500-ზე მეტი კომპანია გამოარჩია. სასერტიფიკაციო მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. უპირველეს ყოვლისა, ორგანიზაცია განიხილავს, თუ როგორი მიდგომა აქვს ამა თუ იმ კომპანიას ადამიანური რესურსების მართვის თვალსაზრისით. ამ მხრივ ორგანიზაციას კომპანიებისთვის 100 შეკითხვა აქვს შემუშავებული, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის 600-მდე საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. Top Employers Institute-ის სერტიფიკატის მიღებას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ შეკითხვების 60%-ზე დამაკმაყოფილებელ პასუხს გასცემენ.

იმისათვის, რომ კომპანიამ სერტიფიკატის მიღების კონკურსში მონაწილეობა მიიღოს თავდაპირველ ეტაპზე, ის მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას - ჰყავდეს 250 ადგილობრივი დასაქმებული ან 2 500 დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით.

2019 წლის წამყვან დამსაქმებლებს შორის საქართველოში მოღვაწე სამი კომპანია გამოვლინდა: ფილიპ მორის საქართველო, PepsiCo და JTI (Japan Tobacco International).

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ფილიპ მორისი აღიარებულ იქნა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში და რომ ეს ჯილდო დაემატა ჩვენი კომპანიის მიერ გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მოპოვებასაც. ჩვენს, როგორც კომპანიის საერთო ავკარგიანობას ჩვენივე თანამშრომლები განსაზღვრავენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ღირსეული, ინკლუზიური, სამართლიანი და საქმიანი გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ განვითარების, სწავლისა და საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა. კომპანია ფილიპ მორისში, თითოეული თანამშრომელი მოიაზრება როგორც წევრი საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნული განვითარების შესაძლებლობებს და წაახალისებს თანამშრომლების ჩართულობასა და მათ მიერ პოზიტიური ცვლილებების მიღწევას. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვცდილობთ ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი ინდუსტრია და ამ პროცესში ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ამ ცვლილებების მიღწევას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიდგომა აღიარებულ იქნა Top Employer Institute-ის მიერ", - განაცხადა ხუან კარლოს ესკობარმა, საერთაშორისო კორპორაციის "ფილიპ მორის ინტერნეიშენალის" კავკასიისა და მოლდოვას წარმომადგენლობის გენერალურმა მენეჯერმა. 

კომენტარები