ყაჩაღობა

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანაზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიჭრა

რადიო ათინათი

ზუგდიდში "ლიბერთი" ბანკის ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. 

რადიო ათინათის ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, ის წვივის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები