ანაკლიის პროქტი

ბურჯანაძე: ისწრაფვეთ [NATO-სკენ], დაკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და კიდე მიაყოლეთ ანაკლია

Nino Burjanadze

"ანაკლია უნდა გადააქციო ნამდვილ ქართულ პროექტად. ეს უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ სავაჭრო ინტერესებისათვის გამოყენებული პორტი. პირდაპირ უნდა განაცხადო, შენ თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდიხარ, რომ, დიახ, ანაკლია არ იქნება სამხედრო დანიშნულების პორტი და ვერავინ - ვერც რუსები, ვერც ამერიკელები, ვერც თურქები და ვერავინ გამოიყენებს ანაკლიას სამხედრო ინტერესებისთვის," - თქვა ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველის გადაცემა პოლიტმეტრის ეთერში 6 მარტს.

წამყვანის რეპლიკას, რომ ანაკლია ეკონომიკური პროექტია, ბურჯანაძემ ასე უპასუხა: "ეს განცხადება სახელმწიფოსგან არ გაკეთებულა... როდესაც გამოდის NATO-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი და ლაპარაკობს იმაზე, რომ ანაკლია NATO-სთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამას საქართველოს მხრიდან..."

ჟურნალისტის კიდევ ერთ კომენტარს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის შესახებ, ბურჯანაძემ ამგვარად უპასუხა: "ისწრაფვეთ, ბატონო [NATO-სკენ], დაკარგათ აფხაზეთი, დაკარგეთ სამაჩაბლო და კიდე მიაყოლეთ ანაკლია. და ვისწრაფვოთ."

კომენტარები