რეალის

მადრიდის "რეალს" ყოფილმა მწვრთნელმა სასამართლოში უჩივლა

0 კომენტარი

ესპანელმა სპეციალისტმა ხულენ ლოპეტეგიმ თავის ყოფილ კლუბ მადრიდის "რეალს" სასამართლოში უჩივლა. AS-ის ინფორმაციით, მწვრთნელი "სამეფო კლუბისგან" 28 მილიონ ევროს ითხოვს.

მადრიდელებმა ლოპეტეგის კონტრაქტი 2018 წლის ოქტომბერში გაუწყვიტეს. ესპანელი მწვრთნელი კომპენსაციას ითხოვს და ასაჩივრებს იმას, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ის პოსტიდან გაუფრთხილებლად გაათავისუფლა. 

ლოპეტეგიმ "რეალი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდს მხოლოდ 14 მატჩში უხელმძღვანელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები