ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქე BTS-ის მოსმენისა და დრამების ყურებისთვის დააპატიმრეს

0 კომენტარი

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქემ BTS-ის გამო თავისი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმის კანონი დაარღვია.

Daily NK-ს მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში, ოჯახს სახლში ორი ჩიპი აღმოუჩინეს, რომელშიც ბითიესის სიმღერები და სამხრეთ კორეული დრამები იყო ჩაწერილი.

ინციდენტი ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა.

ერთ USB-ზე BTS-ის ​მუსიკა, ხოლო მეორეზე "დავქრწინდეთ ახლავე" და სხვა დრამები​ ნახეს.

მათი მფლობელი მაშინვე დააპატიმრეს, რადგან ჩრდილოეთ კორეა მკაცრად უკრძალავს მოქალაქეებს უცხოურ კულტურასთან კონტაქტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები