დავით ნაფეტვარიძე

ევროპული საქართველოს წევრს, დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს წევრს, დავით ნაფეტვარიძეს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. 

შემთხვევა შაბათს, 9 მარტს, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როცა ნაფეტვარიძე ცოლთან ერთად იყო. 

თავდამსხმელი შსს-მ შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

რუსთავი 2-ის ცნობით, ნაფეტვარიძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და თითი აქვს მოტეხილი.

კომენტარები