ადამიანები და ცხოველები

შვეიცარიელი ბანკირი, რომელიც ცხოველების დასახმარებლად აფრიკაში გადასახლდა [გალერეა]

0 კომენტარი

ალბათ ძალიან ბევრი ისტორია წაგვიკითხავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც უარი თქვეს, კომფორტულ ცხოვრებაზე, ფეშენებელურ ბინებზე, მაღალანაზღაურებად სამსახურზე და მსოფლიოს გარშემო მოგზაუროდ წავიდნენ. ისინი ყოველდღიურ რუტინას გაექცნენ და მოგზაურობა და "ნამდვილი ცხოვრება" აირჩიეს.

მოდით ვაღიაროთ, რომ ასეთი ადამიანების გვშურს და ვფიქრობთ, რომ მათ გაუმართლათ, გარემოებებმა შეუწყო ხელი ან უბრალოდ საკმარისი ფული აქვთ, რომ ყველაფერი გააკეთონ რაც სურთ. 

თუმცა, 26 წლის შვეიცარიელმა დენ შნაიდერმა დაამტკიცა, რომ სულაც არ არის საჭირო ბევრი ფული და საოცნებო კარიერა ოცნებების ასრულებისთვის. 

კაცმა მიატოვა სამსახური, გაყიდა მთელი ქონება და სამხრეთ აფრიკის ველური ცხოველების დასახმარებლად შექმნილი კლუბის წევრი გახდა. 

დენი ახლა მაიმუნებთან, ზებრებთან, გველებთან, 300 ლომთან და სხვა ცხოველებთან ერთად ატარებს დღეებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები