ცხოველები

ძაღლმა მაიმუნი სიკვდილს გადაარჩინა, შემდეგ კი იშვილა - ვიდეო

ინდოეთში ძაღლმა, სახელად რუბიმ, პატარა მაიმუნი სიკვდილს გადაარჩინა, შემდეგ კი ის იშვილა.

რუბიმ დაინახა, რომ მაიმუნს სხვა ძაღლები ესხმოდნენ თავს, ამიტომ გადაწყვიტა, მათთან მისულიყო და მაიმუნი გადაერჩინა. მას შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, რუბის მაიმუნი სულ ზურგზე ჰყავს შესმული და ხანდახან რძესაც ასმევს.

ძაღლის პატრონის თქმით, რუბი ძალიან ზრუნავს მაიმუნზე.

"მაიმუნი მარტო იყო, როდესაც მას ძაღლები დაესხნენ თავს. სანამ ისინი მაიმუნს დაგლეჯდნენ, ჩემი ძაღლი მივიდა და გადაარჩინა. რუბის შვილები არ ჰყავს, ამიტომ მაიმუნი თავისი ლეკვია ჰგონია", - თქვა პატრონმა.

კომენტარები