რუსეთის რბილი ძალა

დიმიტრი ლორთქიფანიძე 14 მარტს მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით ლექციას ჩაატარებს

გორჩაკოვის ფონდი

14 მარტს მოსკოვში, გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით დიმიტრი ლორთქიფანიძის ლექცია გაიმართება. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ხახელობის "ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორია. ლექციის თემაა "საქართველო არჩევანის წინ". 

გორჩაკოვის ფონდის გვერდზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის ფოტოს თან ერთვის ტექსტი: 

"რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო? აქვთ თუ არა თბილისს და მოსკოვს კონსტრუქციული დიალოგის შანსი?". 

ღონისძიების აღწერაში კი წერია: 

"უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება ძალიან ცვალებადია. რიგი მიზეზების გამო, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება და სტაბილური გარემოს შექმნა როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ურთიერთდამოკიდებულია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხი აქტუალობას არასდროს დაკარგავს. ბოლო დროს შესაძლებელია საუბარი ორმხრივი ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო მოხვდა რუსეთის მცხოვრებლებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნების ათეულში, მიმდინარე წელს კი საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა რეკორდულია - 1,5 მილიონი ადამიანი.

არ წყდება სავაჭრო ურთიერთობაც. დღეს რუსეთი ქართული საქონლის ძირითად ბაზრად რჩება,პირველ რიგში ღვინისაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი 13-ჯერ არის გაზრდილი". 

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

გორჩაკოვის ფონდის და სხვა პრორუსული ორგანიზაციების და მათ მიერ დაფინანსებული ჯგუფების შესახებ საქართველოში წაიკითხეთ აქ

კომენტარები