ნობელის პრემია 2019

16 წლის შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი ნობელის ჯილდოს ნომინანტია

16 წლის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი ნობელის ჯილდოს ნომინანტია - ის სათავეში ედგა ახალგაზრდების კამპანიას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

"ამ ნომინაციაში გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური ცვლილებების საფრთხე შეიძლება ომის და კონფლიქტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყოს. მოძრაობა, რომელსაც გრეტა შუამდგომლობს აუცილებელია", - თქვა საპარლამენტო წარმომადგენელმა, ფრედი ანდრე ოევსტიგარდმა.

აქტივისტმა, რომელიც დასახელებული იყო TIME-ის 2018 წელს ყველაზე გავლენიან თინეიჯერად, მსოფლიოს გარშემო ასობით და ათასობით მოსწავლე შთააგონა, გაფიცულიყვნენ, რათა ლიდერებს მოქმედება დაეწყოთ.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ტემპერატურა შესაძლოა 1.5°C-ით შეიცვალოს. მეცნიერების თქმით, ეს ცვლილება პლანეტას მძიმე შედეგებს მოუტანს, თუ 2030 წელს სათბურის გაზის ემისია მიმდინარე მაჩვენებლით ზრდას განაგრძობს.

2018 წლის დეკემბერში, თუნბერგმა პოლონეთში გაეროსკლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებს და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა.

იანვარში, შვედეთში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის შეხვედრაზე, აქტივისტმა დარბაზს მიმართა: "მოიქეცით ისე, თითქოს თვენი სახლი ცეცხლშია, რადგან ასეც არის."

მის მიერ შექმნილი მოძრაობის #FridaysForFuture მონაწილე მოსწავლეები სკოლას გააცდენენ "ცვლილებებისთვის". თუნბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ მასში 100 ქვეყანაზე მეტი იქნება ჩართული.

“ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, ეს ცვლილება ჰორიზონტზეა და ხალხი წამოდგება თავიანთი მომავლისთვის", - ამბობს ის.

კომენტარები