ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი რალფ რეგენვანუ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში ჩავიდა.

რეგენვაგუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა და მასთან უვიზო მიმოსვლა გამოაცხადა. მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ უარყო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ხელახლა დაადასტურა აფხაზეთის ცნობის გადაწყვეტილება.

თუმცა, 2013 წელს ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჯონი კუანაპომ თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში კუნძულის მთავრობა „მხოლოდ ფიქრობდა“ აფხაზეთის აღიარებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო“ და ახლა ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

კომენტარები