რუსული ოკუპაცია

სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტების ნაწილი შეუშვეს

0 კომენტარი
ფოტო: გურამ როგავა

სოფელ ხურვალეთში პოლიციამ რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდგომ ჟურნალისტების ნაწილი შეუშვა. ტაბულას, ლიბერალის, post tv-ს, მაესტროსა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს, ასევე ადგილზე მისულ აქტივისტებს, პოლიცია ამ დრომდე სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები