ქურდობა

ავტომობილების გაქურდვისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს

შსს

თბილისში ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ისინი 15 მარტს, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე მოქალაქის ავტომანქანის გაქურდვის შემდეგ, ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს წარსულში ქურდობისთვისვე არიან ნასამართლევი, ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ.

დაკავებულებმა გამოკითხვისას მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის სხვა შემთხვევებიც აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის 
გაქურდვის. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის 
მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები