უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ოთო კახიძე: ქართულ ოცნებას სურს სასამართლოს კლანის შენარჩუნება

მეორე არხი

დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ.

სხდომაზე შეკამათება მოუვიდათ "ქართული ოცნების" დეპუტატს მამუკა მდინარაძესა და "ევროპული საქართველოს" წევრს ოთო კახიძეს. სხდომას ასევე ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც.

ოთო კახიძის თქმით, სასამართლოში მყოფი კლანი ბიძინა ივანიშვილის სრულ დაქვემდებარებაშია.

"ევროპული საქართველო მხარს უჭერს ნებისმიერ იმ მოდელს, რომელიც დღეს არსებულ სასამართლოს მმართველ კლანს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას უქვემდებარებს ბიძინა ივანიშვილს, როგორმე ჩამოვართვათ ეს მონოპოლია ამ სისტემაზე, ვინაიდან სხვაგვარად პერსპექტივა უახლოეს მომავალში ჩვენი სასამართლოს გაჯანსაღების უბრალოდ არ არსებობს. მთავარი, რასაც ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, მათ სურთ, ამ კლანის შენარჩუნება, აქვთ ილუზია, რომ ეს რამენაირად მათი ხელისუფლების გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს", - თქვა ოთო კახიძემ.

კომენტარები