ინდონეზია

ინდონეზიაში წყალმოვარდნის და მეწყერის გამო სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აღმოსავლეთ ინდონეზიაში წყალმოვარდნის და მეწყერის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 60-მდე ადამიანი.

პაპუა ახალი გვინეის საზღვართან მდებარე პროვინციაში წყალმოვარდნის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. ვარაუდობენ, რომ შტორმი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ოკეანისაკენ გადაინაცვლებს.

ამჟამად სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გზების დაზიანების გამო ზოგიერთ სოფლამდე მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები