ტოჩინოშინის გამარჯვება

ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაცვას კიდევ უფრო მიუახლოვდა (ვიდეო)

ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ტოჩინოშინმა თავისთვის უხერხულე მეტოქე შოდაი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი სუმოტორის ბალანსი 6:3-ზეა. თუ ტოჩინოშინი დარჩენილი 6 ბრძოლიდან 2-ს მაინც მოიგებს, ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებს.

ხვალ, ტოჩინოშინი ოძეკ გოიედოს დაუპირისპირდება.

კომენტარები