მდინარაძისა და ბესელიას დაპირისპირება

ბესელია ოხანაშვილს: ტყუილები მოიკითხე იქ, სადაც მიჩვეული ხარ ლაპარაკს და სიტყვები შეარჩიე

0 კომენტარი

"ტყუილები მოიკითხე იქ, სადაც მიჩვეული ხარ ლაპარაკს და სიტყვები შეარჩიე," - დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ეკა ბესელიას ანრი ოხანაშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის. ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთი ტყულების თქმაში დაადანაშაულეს. კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. 

"სად იყო ეს თქვენი ვაჟკაცური ხმა მე არ გამიგია და იქნება აუხსნათ საზოგადოებას ეს, დღეს რომ რიხიანად გველაპარაკებით, გაჩუმდით მაინც ამ თემაზე, სადაც მე ვზივარ იქ მაინც უხერხულობა იგრძენით და ნუღა მელაპარაკებთ იმაზე, რომ თქვენ გააჩერეთ სია. ჩემს დროში მაინც გეყოთ მოთმინება და მოისმინეთ. შეიძლება არ არის ეს სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სიმართლე არ არის ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენი, ტყუილები მოიკითხე იქ, სადაც მიჩვეული ხარ ლაპარაკს და სიტყვები შეარჩიე. მე ვლაპარაკობ იმას, რაც იყო და თუ ეს ასე არ არის მაშინ გვითხარი, რომელმა შეაჩერეთ, რომელი იყავით წინააღმდეგობის გამწევი იმ 10 კაციანი სიის. მე არ გამიგია პირადად შენი პროტესტი მოსამართლეების იმ სიის მიმართ... უნდა დაგეფიქსირებინა პოზიცია იქ სადაც შეკრება იყო. დღეს ახლა ის გაბრაზებული ე.წ ბიჭები კიდევ ერთხელ რომ არ გაბრაზდნენ და კიდევ ერთხელ არ გვაჩვენონ საკუთარი ძალის დემონსტრირება ამ კანონპროექტში ჩადეს ყველა საკუთარი სურვილი და ოცნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სიას კი არ აჩერებს, ფიანდზად გაეგებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისე ვერ დამთავრდა როგორც ვიღაცებს უნდოდათ," - მიმართა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.

ტყუილების თქმაში დაანაშაულა ეკა ბესელია ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და თქვა, რომ მას გადადგომის გარეშეც შეეძლო არ ჩაენიშნა კომიტეტის ის სხდომა, სადაც მოსამართლეების 10 კაციანი სია უდნა განეხილათ. ბესელიამ კი თქვა, რომ მდინარაძე იმ ადამიანების სიაში იყო, ვისაც კომიტეტის სხდომის ჩატარება უნდოდა. 

მდინარაძე: როგორ დაბრუნდა ის სია, რატომ დაბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც სხვათაშორის შეეძლო, რომ უბრალოდ არ დაენიშნა ეს კომიტეტი და არ გადამდგარიყო

ბესელია: ამ თემას თავი დაანებე, ამ თემას ნუ ეთამაშები, შენ არ გაქვს ამის უფლება. შენც იმ ადამიანის რიგებში ხარ, ვისაც ძალიან უნდოდა ამ სხდომის ჩატარება.

მდინარაძე: რას ეთამაშებით თქვენ იქ მოიკითხეთ რა. და სუბიექტური ინტერესები კიდე

ბესელია: რომელი სუბიექტური ინტერესები?

მდინარაძე: რომელი და მაგას გამოაჩენს დრო.

ბესელია: რომელი სუბიექტური ინტერესები მიდი აბა გაბედე და თქვი

მდინარაძე: რა უნდა გავბედო, რომ სუბიექტური ინტერესები გაქვს?

ბესელია: სუბიექტური და ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. ერთერთი ის ადვოკატი იყავი, ვისაც დალაგებული ჰქონდა და სანდო ადვოკატად ითვლებოდა.

მდინარაძე: ახლა ყველაფერს თუ იკადრებთ იმისთვის, რომ რაღაცა დააბრალოთ და ვიღაცა მოატყუოთ, შეგიძლიათ ესეც, პირველი არ იქნება.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის წარდგენის შემდეგ ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს და რომ, სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

იურიდიულ კომიტეტზე დღეს სწორედ ამ პროცედურების შედეგად უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები