ვეგანური საკვები

McDonald's-მა ნორვეგიაში ვეგანური ნაგეთსი გამოსცადა

McDonald's

McDonald's-ი ვეგანებს ახალ საკვებს, ვეგანურ ნაგეთსს სთავაზობს. ბოსტნეულისგან დამზადებული შეთავაზების დაგემოვნება რესტორნის ნორვეგიულ ქსელშია შესაძლებელი. 

გლობალური სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენელმა გამოცემა Today-ისთან საუბრისას თქვა, რომ ვეგანური ნაგეთსი კარტოფილისგან, ბარდის მარცვლებისგან, ხახვისგან, სტაფილოსგან და სიმინდის მარცვლებისგან მზადდება. ამ ინგრედიენტებისგან შექმნილი მასალას კი საფანელში სვრიან და ისე წვავენ. McDonald's-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი ხერხით შექმნილი ნაგეთსი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ქათმის ნაგეთსს.

კომენტარები