არჩევნები 2018

მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს

0 კომენტარი
სესილია მალმსტრომი ფოტო: Mamuka Bakhtadze FB

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და სასამართლო სისტემის რეფორმირება. ამის შესახებ ევროკომისარმა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

“აქ მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმები გაგრძელდება. დიდი კეთილგანწყობა, რითაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსა და ევროკავშირში სარგებლობს, თქვენს მიერ საერთო ღირებულებების მიღებას ემყარება. ეს ისეთი აქტივია, რასაც მოფრთხილება სჭირდება, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოვლენილ ხარვეზებზე პასუხის გაცემით, სასამართლო სისტემაში რეფორმების გაგრძელებით და იმის უზრუნველყოფით, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მოსახლეობისა და ინვესტორების სრული ნდობა,” - განაცხადა მალმსტრომმა.

სესილია მალმსტრომი თბილისს გუშინ ეწვია. იგი შეხვედრებს პოლიტიკოსებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მართავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები