თეა წულუკიანი

წულუკიანი: ოთარ კახიძის წარუმატებლობის სიაში რატომ არ წერია, რომ მიჰა ვერ ჩამოდის ქვეყანაში

პარლამენტი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მრავალ საკითხზე ისაუბრა. ყველაზე დიდი დრო კი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას დაუთმო. 

წულუკიანმა ევროპული საქართველოს წევრს, ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ, 20 მარტს იუსტიციის მინისტრის მარცხები ჩამოთვალა. 

კახიძის თქმით: "ქალბატონ თეას არც ერთი პროცესი არ აქვს მოგებული ოპოზიციის წინააღმდეგ. საქართველოს გარეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში, ყველგან დამარცხდა". 

წულუკიანმა დღეს თქვა: 

"მე მაინტერესებს, ოთარ კახიძის წარუმატებლობების სიაში, რომელიც ჩემი წარუმატებლობებია თურმე, თუ წერია, რომ ბატონი მიჰა ვერ ჩამოდის ქვეყანაში, რომელზეც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რო დაველოდებითო და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო. ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს. მეც მაქვს შეკითხვა თქვენს შიდა პარტიულ საკითხებზე. რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს, იმიტომ რომ ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა. აბა აუხსენით მატროსოვის ციხეზე, კვირა ერთია და რომ დადიხართ ვიზიტებად და იარეთ, იმიტომ რომ პატიმრისთვის ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუხსენით ამ კაცს, რომ თქვენ არ ხართ მის წინაშე პირნათელი. ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, ქალბატონო თინა. მისი მოტყუება არ არის კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი. 

ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა, გიცავო. ბატონი გიგა, კვირიკაშვილის მთავრობას რო ამტკიცებდნენ, ქანდარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში, მეუბნებოდა, ვანო იულია ტიმოშენკოაო და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი. სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? თუ გამოვიდა და გამომეპარა. ნუ ატყუებ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამასობაში ბატონი ოთარი ვანოს დაცვაში ითხოვდა ფულს. ვერც ის გაიგო, პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგეში ითხოვდა ფულს ხაზინიდან. ამ ნაწილში რო დავამარცხე, ამას რატო არ მითვლის წარმატებად. ა, იმიტომ, რომ ეს მისი მარცხია", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

კომენტარები