ჩინეთი

ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა [ფოტოები]

0 კომენტარი

ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთხების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში გადაყვანილია 640 ადამიანი, მათგან 90-ის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქებამ 2.2 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. აფეთქების ტალღამ ახლოს მდებარე ფაბრიკის შენობა დაანგრია. ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ფაბრიკაში მომუშავეებს. აფეთქებამ შუშები ჩაუმსხვრია და სახურავი ჩაუნგრია 3 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანასაც.

აფეთქების შედეგად ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აფეთქების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ჩინური მედიის მიხედვით წარსულში ქარხანა, რომელიც 2007 წლიდან არსებობს, მთავრობამ გარემოს და ჰაერის დაბინძურებისთვის 6-ჯერ დააჯარიმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები