კუ

ფოთის სანაპიროზე გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შემოვიდა [ფოტო]

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა)შემოვიდა. 

სააგენტოს ცნობით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც "ბათუმის დელფინარიუმში" და არც "აკვარიუმში".


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო "პარაგრაფი" აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში დააბრუნებენ.

 

კომენტარები