ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სოციალური მუშაკების პროტესტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს

ორშაბათი, 25 მარტი, 2019 - 19:54
ტაბულა LIVE
tbl.ge/3ko5
დაკოპირდა
ტაბულა LIVE
ტაბულა LIVE
ტაბულა LIVE
ტაბულა LIVE
ტაბულა LIVE

სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი და აქციას მართავს. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

 

სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

სოციალური მუშაკების პროტესტისოციალური სამუშაოსოფო ხვთისიაშვილიჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 მაისი, 2019 - 14:33სოც. მომსახურების სააგენტო: სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეგვიწყვეტია
  • ხუთშაბათი, 2 მაისი, 2019 - 12:33სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს არ არსულებს
  • სამშაბათი, 2 აპრილი, 2019 - 11:50სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 19:26სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 16:52შეწყვეტენ თუ არა გაფიცვას სოციალური მუშაკები - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕