რამდენიმე დღის წინ, HBO-მ ახალი კამპანია "ტახტისთვის" წამოიწყო - მათ მსოფლიოს გარშემო 6 რკინის ტახტი დამალეს და ფანებს მოუწოდეს, რომ ისინი ეპოვნათ.
გუშინ, ალექს ბოურინგმა და ტომ მულინ-საპიმ თავიანთი მეგობრის დახმარებით რკინის ტახტი ოქსფორდში იპოვეს.
Radio Times-ის ცნობით, მეგობრებმა ვიდეოებს უყურეს, საიდანაც შეიძლება დახმარება მიეღოთ და საბოლოოდ, რკინის ტახტი ოქსფორდის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს.
ფანებს კიდევ 5 ტახტი დარჩათ საპოვნელი, რომელთა შესახებ ინფორმაციაც Forthethrone.com-ზე განთავსდება.
Game of Thrones-ის ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოდის.