მალტა

მალტის შეიარაღებულმა ძალებმა მიგრანტების მიერ გატაცებული ტანკერი დაიბრუნეს

AFP

მალტის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს ტანკერი, რომელიც ლიბიის სანაპიროზე გადარჩენილმა მიგრანტება ჩაიგდეს ხელში.

ტანკერი მალტის პორტში მიერმართება. დაკავებულ მიგრანტებს პოლიციას გადასცემენ.

გუშინ ტანკერმა 100-ზე მეტი მიგრანტი ლიბიის სანაპიროსგან მოშორებით ზღვაში იპოვა და გადაარჩინა, თუმცა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟმა მათ უთხრა, რომ ლიბიაში დაბრუნებას უპირებდნენ, მიგრანტებმა ეკიპაჟი მძევლად აიყვანეს და კაპიტანს უბრძანეს ჩრდილოეთ ევროპისაკენ წასულიყო.

მალტის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკენრის ეკიპაჟთან კავშირი მაშინ დაამყარეს, როდესაც ხომალდი მალტის ტერიტორიულ წყლებს კვეთდა.

კაპიტანმა მათ უთხრა, რომ გემზე კონტროლი არ ჰქონდა და მას და ეკიპაჟის წევრებს ემუქრებოდნენ.

მომხდარს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი გამოეხმაურა და მიგრანტებს "მეკობრეები" უწოდა, რომელთაც იტალიის ტეროტორიაზე შესვლის უფლება არ უნდა მისცენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა იტალიის მოთხოვნით სექტემბრიდან ოპერაცია სოფიას შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო პატრულირებას ემსახურებოდა და 4 წლის წინ კონტრაბანდისტების შესაჩერებლად და მიგრანტების გადასარჩენად ამოქმედდა. ლიბიასთან მიგრანტების დაბრუნების და მიგრაციის ცენტრების გახსნის შესახებ შეთანხმების შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოსახვედრად მიმავალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

კომენტარები