გია ვოლსკი

TV პირველის ცნობით, სოფელ ახატანში გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, შსს არ ადასტურებს

TV პირველი

დაახლოებით სამი კვირის წინ, დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში პარლამენტის ვიცესპიკერის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო კვირაში, გია ვოლსკი და სამართალდამცველები ხშირად ჩადიოდნენ სოფლში.

შსს გია ვოლსკის სახლის გაქურდვას არ ადასტურებს. ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ "არ არის ეს ინფორმაცია სწორი, ვერ დაგიდასტურებთ". შსს-ში ამბობენ, რომ მათგან გია ვოლსკის სახლის გაქურდვაზე შეტყობინება არ შესულა.

აღსანიშნავია, რომ უწყება არც ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვას არ ადასტურებდა, თუმცა, 28 მარტს შსს-მ განაცხადა, რომ საქმე გახსნეს და ბრალდებული დააკავეს.

მიმდინარე თვეში გაქურდეს დეპუტატ არჩილ სალაკვაძის სახლიც. პოლიტიკოსების გაქურდვასთან დაკავშირებით, პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ "პრივილეგირებული არავინ არის".

კომენტარები