ქურდობა

"წაღებულია ჭიშკარი, ჟალუზები, სკამები" - ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს

კოჯორში ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს. მისი თქმით, სახლიდან კარი, ჭიშკარი და სხვადასხვა ნივთები წაიღეს. 

"წაღებული არის, ცოტა სასაცილოა, მაგრამ ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ, ის ნივთები წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე თავისთავად, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ უნდა მისულიყო იქ და ვის უნდა წაეღო ეს ნივთები,“- ამბობს თამუნა მუსერიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები