მეგრული თხა

"მკვირცხლი ტემპერამენტის მქონე" მეგრული ჯიშის 11 თხის შესასყიდად ტენდერი გამოცხადდა

0 კომენტარი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მეგრული ჯიშის 10 ნეზვი და 1 ბოტი თეთრი ფერის თხის შესაძენად ტენდერს აცხადებს. მიზანი - გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნაა.

"შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით" - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2500 ლარია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები