კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II: პრემიერს ვთხოვე, სკოლებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა, მითხრა, ეს იქნებოდა

http://patriarchate.ge

"მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერმინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერმინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა", - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე, რომელიც 29 მარტს საპატრიარქოში გაიმართა.

"ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას", - აღნიშნა ილია II-მ.

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. სიტყვის გამოსვლილსას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 800-მდე ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს ქართული გალობა. წელს ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება. 

"ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ანთოლოგია "ქართული გალობა" მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.

კომენტარები