ინფლაცია

საქსტატი: მარტში წლიური ინფლაცია 3.7% იყო, თვიური კი 1%

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 3.7%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელი საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში შეცვლილმა ფასებმა განაპირობა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ამ ჯგუფში ფასებმა 1.3%-ით მოიმატა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2%), ხილი და ყურძენი (5.1%), ასევე ზეთი და ცხიმი (1%). რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე კი ფასები შემცირდა (-1.1%).
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები მომატებულია 7.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.42% შეადგინა. ამ ჯგუფში, ტურისტულ მოგზაურობის ფასები ყვლაზე მეტად გაიზარდა (15.3%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.2%-ით, რაც 0.3%-ით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.4%);
  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასებმა 1.3%-ით მოიკლო, რაც -0.15%-ით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.1%).

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.5%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.8%), თევზეული (12.9%), პური და პურპროდუქტები (10.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.2%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5%). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-23.3%).
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.8%-ით, რაც 1.36%-ით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (43.7%).
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.7%-ით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.38% შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (7.1%). ფასები შემცირდა აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (-5.0%).
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.6%-ით, რაც 0.3%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.8%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4%).

გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით შემცირდა ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.

2017 წლიდან მოყოლებული, საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე ასეთი იყო:


ფოტო: საქსტატი

კომენტარები