განათლება

ბახტაძე: ინიცირებული იქნება კანონპროექტი განათლების ბიუჯეტის მშპ-ს 6%-მდე გაზრდაზე

0 კომენტარი
მამუკა ბახტაძე

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტი უახლოეს მომავალში წარედგინება ახალი კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს განათლების ბიუჯეტი მშპ-ს 6%-ით განსაზღვროს.

"დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობა აიღებს ვალდებულებას 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს, 2021 წელს 2,5 მილიარდამდე, 2022 წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს გაუტოლდეს და 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს იქნება ის მინიმუმი, რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდებზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე საქართველოში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან“.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივით - "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" 2022 წლამდე, სახელმწიფო დანახარჯების პროცენტული წილი განათლებაზე უნდა გაიზარდოს და მიაღწიოს ბიუჯეტის 25%-ს. 2019 წლის ბიუჯეტში განათლება მე-4 პრიორიტეტადაა მიჩნეული და მასზე გამოყოფილი თანხა მთელი ბიუჯეტის 9.9%-ს შეადგენს. 2013-2018 წლებში განათლების ხარჯების წილი მშპ-ს 2-3% შეადგენდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები