ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი იზორიას: რატომ არ წაიყვანეთ ბოკუჩავა, არ გადააღებინეთ სელფი 442000-ლარიან მერსედესთან

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მოსმენის დროს ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს აფასებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავას კითხვის შემდეგ სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრს მიმართა, რატომ არ წაიყვანა მან "ქალბატონი ბოკუჩავა და 422 000-ლარიან მერსედასთან არ გაადააღებინა სელფი.

"ქალბატონმა ელენემ [ხოშტარია] იდილია უნდა დაგირღვიოთო და მართლაც ისაუბრა ფაქტზე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მეც ვუერთდები ამ კითხვას; ქალბატონმა სალომემ [სამადაშვილი] გაუგონარი კორუფცია არის დღეს თავდაცვის სამინისტროშიო და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა. დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ.

ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავა მაგალითად და რატომ არ გადააღებინეთ სელფი 442 ათას ლარიან მერსედესთან ერთად, სადაც ფლეისთეიშენია განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, არც მათ იციან, მერწმუნეთ, ამას გულწრფელად გეუბნებით", - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა კორუფციაზე ჯარში, ხოლო თინა ბოკუჩავამ წარმოადგინა ლევან იზორიას მანქანის, სახლის და შემოსავლების დინამიკის ამსახველი ფოტო მასალა. ელენე ხოშტარიას კითხვა კი თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული ქალი მფრინავის საქმეს ეხებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები