ლევან იზორია

იზორია: კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!

"რაც შეეხება დეპუტატ სალომე სამადაშვილის კონკრეტულ კითხვაზე, კონკრეტულ პასუხს, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა? ჩემი კონკრეტული პასუხია - არა!" - თქვა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის სხდომაზე.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მინისტს ჰკითხა, იზიარებდა, თუ არა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, - "თქვენ მკითხეთ, ან კი მითხარით, ან არაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამით ჩემი პასუხი ცხადია."

თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე მოხსენების წარდგენის შემდგომ, "მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

კომენტარები