სამხედრო სავალდებულო სამსახური

საპატრიარქო: "კატაკომბური ეკლესია" ანდრიაძის პოლიტიკური ხედვაა, ჩვენთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ანდრიაძის "კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის" შექმნას ეხმაურება, რაც გირჩის რელიგიური ორგანიზაციის მსგავსად, ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავიუფლებს.

საპატრიარქოს მიერ გავცელებულ განცხადების მიხედვით, გიორგი ანდრიაძემ მათ განუმარტა, რომ აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია მისი პოლიტიკური ხედვაა და საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს.

,"კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან." - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში, სათანადო ცვლილებები დროულად უნდა იქნას შეტანილი.

"საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია "გირჩს", რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ."

ცნობისთვის, 1 აპრილს გიორგი ანდრიაძის თქმით, შეიქმნა გირჩის - "ბიბლიური თავისუფლების" მსგავსი მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლებს.

კომენტარები