ავარია

ლანჩხუთის სოფელ წყალწმინდასთან, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

პირველი არხი

ლანჩხუთის სოფელ წყალწმინდასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. 

ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები