საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე: ასეთი ნაბიჯები აუცილებელია მდგრადი ზრდისათვის

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი უწყების მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია.

"ჩვენ შეიძლება გვქონდეს მოკლე პერიოდში მაღალი ზრდა, მაგრამ თუ ეს მდგრადი არ არის, მომავალში ეს მიმართულება აუცილებლად ფინანსურ კრიზისს და რეცესიას გამოიწვევს უმუშევრობის ზრდასთან ერთად" - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, "ფინანსურმა ორგანიზაციამ სესხი არ უნდა გასცეს, როცა წინასწარ იცის, რომ ამ ოპერაციით გაუარესდება მსესხებლის პოზიცია, მიუხედავად იმისა, ეს სესხი მომგებიანი მისთვის თუ არა. ამდენად საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, ჯანსაღ დაკრედიტების წახალისებაზე ორიენტირებული პრაქტიკა მხოლოდ ისეთი სესხების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც თავიდანვე განწირული იყო გაკოტრებისათვის".

იქამდე, გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულაციების არშემოღების შემთხვევაში, "რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის".

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები