NATO

პომპეო: საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით პუტინი იმპერიალიზმის ბნელ ოცნებებს ინახავს

მაიკ პომპეო
Reuters

NATO-ს დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის თავდასხმით პოლიტიკის საფრთხესა და მასთან საბრძოლო სტრატეგიაზე ისაუბრა.

"ვლადიმერ პუტინი იმპერიალიზმის ბნელ ოცნებებს ინახავს. ეს ცხადია საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით, ასევე სირიასა და უკვე ვენესუელაში ჩარევით. მას ჩვენი ალიანსის დაყოფა და დემოკრატიის დასუსტება სურს. დასავლურ დემოკრატიებზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩვენ გავაძლიერებთ თავდაცვას, მის შესაჩერებლად ახალ სტრატეგიებს განვავითარებთ,“ - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ ამავე შეხვედრაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სიტუაციური ცნობიერების ამაღლებას გააუმჯობესებდნენ და გააძლიერებენ პარტნიორი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას.

კომენტარები