ბოლშევიკური რეპრესიები

ბათუმში 1937-38 წლებში რეპრესიებისას დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვნეს

სტალინური რეპრესიების მსხვერპლები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ბოლშევიკური რეპრესიებისას დახვრეტილ პირთა სამაროვანი აღმოაჩინეს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

კომენტარები