ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე სასამართლოს წარმატების მაგალითად მოიყვანა

ტვ იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ხორავას ქუჩის საქმე სასამართლოს წარმატების მაგალითად მოიყვანა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ამ კომენტარით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

მან თქვა: 

"კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენეთ ჩვენი უახლოესი ტრაგედია. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თქვენ ნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და ერთ რამეს ვიტყვი: ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! შფოთავს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე". 

16 წლის დავით სარალიძე 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს - ვრცლად წაიკითხეთ აქ

8 პრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევა გამოაქვეყა, რა წერია სასამართლოზე - ნახეთ აქ

კომენტარები